1.გაკვეთილის თემა
|
წილადები
|
2. სწავლების საფეხური/დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების
დასახელება
|
დაწყებითი, მე-5 კლასი
|
3. ინტეგრირებული საგნები
|
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
12 მოსწავლე
|
5. განსაკუთრებული საჭიროების მქონემოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
0
|
6. აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები
გაკვეთილის ბოლოს შეძლებენ გაიაზრონ ციფრული მასალის სტრუქტურა,რაც
გამოიხატება წილადების წაკითხვასა და გამოსახვაში; გაიაზრებენ კლავიატურაზე
კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად გამოიყენებენ კლავიატურას, რათა მიუთითონ ჩანაწერში წილადის მრიცხველი
და მნიშვნელი, მთელი და წილადი ნაწილები, აღნიშნონ და
დაწერონ ტოლი წილადები, მათ შორის
წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით, ჩაწერონ შერეული წილადი არაწესიერი წილადის სახით და
პირიქით;
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება
ისტ-თან დაკავშირებულიკომპეტენციები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ
საკუთარი ცოდნის შეფასება, ახალი მასალის ათვისება
და ტრანსფერული უნარების განვითარება.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზვრული მისაღწევი
შედეგები/ინდიკატორები
|
მათემატიკა
მათ.
V.2. მოსწავლეს
შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ
და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს,
მთელ და წილად ნაწილებს;
· გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით
სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს; ითვლის ასეთი ნაწილების
შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით);
· ადარებს ორ წილადს, მათ შორის
წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
· წერს შერეულ წილადს არაწესიერი
წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ
ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე (წილადი, როგორც ორი
ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი, ერთეულის ნაწილი, მთლიანი ჯგუფის
ქვეჯგუფი და როგორც "რიცხვით სხივზე" გარკვეული ადგილი).
მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე
მოქმედებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე
მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა
შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით (მაგალითად,ნამცხვრის ნაჭრები);
· იყენებს მოქმედებათა თვისებებს და
მათ შორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ
გასამარტივებლად (შერეული რიცხვების შეკრება/გამოკლება; წილადის ნატურალურ
რიცხვზე გამრავლება).
ისტ
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და
უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და
ორგანიზების დროს.
|
8. თანმიმდევრობა
|
შესავალი : 1 წთ.
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აცნობს კლასს ახალიგაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასებისფორმებს;
A ფაზა (გამოწვევა)
I : აქტივობა : პერზენტაცია – 8 წთ
მასწავლებელი გაკვეთილის
დაწყებისთანავე მოსწავლეებს სთავაზობს პრეზენტაციას. იგი სთხოვს მოსწავლეებსგაიხსენონ და დაასახელონ მათთვის ნაცნობი მასალა:წილადების ჩაწერის
წესი, მრიცხველის და მნიშვნელის როლი და ადგილი წილადის ჩანაწერში.შემდეგ
წარიმართება საუბარი იმის შესახებ, , თუ როგორ უნდა გადააქცოინ წილადი
შერეულ რიცხვად და პირიქით. აღნიშნული მოსწავლეებს გაუღვივებს
ინტერესს გაკვეთილის მიმართ და აქტიურად ჩაებმებიან მასში, ვინაიდან
ასეთი აქტივობით გაკვეთილის დაწყება მათთვის უჩვეულოა და ამავე დროს საინტერესო.
B ფაზა (ცოდნის კონსტრუირება )
I I აქტივობა : მოდი,
ვივარჯიშოთ - 3 წთ.
მოსწავლეები კომპიუტერის
ეკრანზე მასწავლებლის მეთვალყურეობით დამოუკიდებლად შეასრულებენ
სავ. 1.
ამ სავარჯოშოს ძირითადი დანიშნულებაა არსებული მასალის
გააზრებისა და ათვისების ხელშეწყობა.
III აქტივობა: შევავსოთ ცხრილი - 5 წთ
მოსწავლეები სმარტ-დაფასთან სავ.2-ში ავსებენ ცხრილს და მსჯელობენ
წილადის მრიცხველისა და მნიშვნელის შესახებ.
IV აქტივობა: შევაერთოთ - 3 წთ
მოსწავლეები კომპიუტერთან
იმუშავებენ სავ.3-ზე და მოსწავლეები შეძლებენ წარმოადგინონ არაწესიერი
წილადი შერეულ რიცხვად და შეაერთონ შესაბამისი რიცხვები.
V აქტივობა: შევავსოთ ცხრილი - 5 წთ
მოსწავლეები სმარტ-დაფასთან
მუშაობენ და ავსებენ სავ. 4-ის ცხრილს, ეს ხელს უწყობს შერეული წილადების
შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.
VI აქტივობა: ტოლი წილადები - 3 წთ
სავ.5-ში კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეები გამოტოვებულ
ადგილებში დამოუკიდებლად წერენ იმ რიცხვებს, რომლებიც ჩანაწერს სწორ
ტოლობებად გადააქცევს. ამ სავარჯიშოს მეშვეობით ისინი გაიწაფებიან
ნატურალური რიცხვის წილადად წარმოდგენაში.
VII აქტივობა: შევადაროთ - 3 წთ
სავ.6-ში მოსწავლეები ცხრილის მიხედვით ადარებენ წილადებს. ეს სავარჯიშო
სმარტ-დაფასთან სრულდება და ხელს უწყობს წილადების შედარების შესწავლას.
C ფაზა (გამთლიანება/რეფლექსია)
VIII აქტივობა: გამთლიანება:-10 წთ
მასწავლებელი ახდენს შესრულებული სამუშაოს შეჯამებას,აკეთებს დასკვნებს, აწყობს გამოკითხვას (რა ვისწავლეთ, რაგავაკეთეთ, რაში გამოგვადგება) შევაჯამებთ
მიღებულ ცოდნას და ვიმუშავებთ სავ. 7-ზე სმარტ-დაფის მეშვეობით.
საშინაო დავალება:- 2წთ
მასწავლებელი აძლევს კლასს საშინაო დავალებას დაინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის.დავალებაში მოსწავლეებმა განვლილი
თავიდან უნდა ამოარჩიონ 3 მათთვის ყველაზე საინტერესო ამოცანა, ამოხსნან და
დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება.
|
9. შეფასება
|
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკისმიხედვით, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელიშეფასებით. შეფასდება კლასში ჩართულობა და საკლასოდავალებები, არგუმენტირებული მსჯელობა, აზრისლაკონურად ჩამოყალიბება, კომპიუტერთან და სმარტ-დაფასთან მუშაობის უნარები.
მოსწავლეები წინასწარ შედგენილ ბარათებზე აკეთებენ გაკვეთილის შეფასებას, რაც დაეხმარება მასწავლებელსმომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.
|
10. საგანმანათლებლო რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები-ჯეოსელის კლასი, სმარტ-დაფა;
საოფისე პროგრამები: Word, smart-notebook.
ინფორმაციის წყარო-Vკლასის სახელმძღვანელოები;
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment