- პროექტის სახელწოდება: ,,ოქროს კვეთა"-ჰარმონიული პროპორცია
- პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკის გამოყენება სხვადასხვა დარგში. ,,ოქროს კვეთა" და მისი ნიმუშები ჩვენს გარშემო.
- პროექტის აღწერა: კლასში ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის მთავარი მიზანი იქნება მათემატიკის დანიშნულებასა და გამოყენებით მხარეზე ყურადღების გამახვილება.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა მათემატიკაში, გაეცნონ ჰარმონიულ პროპორციას და თავად გაუჩნდეთ სურვილი საინტერესო ნიმუშების მოძიების.
- მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი (მე-9 კლასი)
- ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
- პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალების მოძიება და ფოტო- კოლაჟის მომზადება. საკლასო ოთახის გალამაზება თემის შესაბამისი მოძიებული ნიმუშებით.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მე-8, მე-9 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. (ავტორები: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი). სახალისო მათემატიკა, ავტორი: ავთანდილ ბენდუქიძე. კომპიუტერი (ინტერნეტი).
- პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 10 ბავშვი. ჯგუფებს ევალებათ ინფორმაციის და მასალების მოძიება ,,ოქროს კვეთის" შესახებ და პრეზენტაციის მომზადება. პირველი ჯგუფი პრეზენტაციას მოამზადებს მათემატიკაზე, მეორე ჯგუფი- მხატვრობაზე, მესამე ჯგუფი-არქიტექტურაზე. მასწავლებელი მონიტორიგს ახორციელებს.
- საგნებთან/ საგნ.ჯგუფებთან/ ერობნ.სასწ.გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ხელოვნება.
- შედეგი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეები შეისწავლიან ,,ოქროს კვეთის" მათემატიკურ ფორმულირებას, შეძლებენ ნიმუშების მოძიებას და დასაბუთებას ამ თემაზე, რაც ზოგადი ცოდნის განვითარებაში ხელს შეუწყობს.
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment